რა განსაზღვრავს რეკლამის ფასს?

01

არხი(პლატფორმა)

რეკლამის ფასი დამოკიდებულია პლატფორმაზე, სადაც ხორციელდება რეკლამირება.

მაგალითად:

სოც ქსელები (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი) – საშუალო თვიური სარეკლამო ხარჯია – 150$-1000$ ფარგლებში.

 

კრეატივი

02

რეკლამის შედეგები მეტწილად დამოკიდებულია ვიზუალსა და ვიდეოზე.

მნიშვნელოვანია გამორჩეული ვიზუალის მქონე სარეკლამო მასალის შედგენა.

თუ ამის თავად გაკეთება არ შეგიძლიათ მინიმალური თვიური ხარჯია 400-500 ლარი.

საქმიანობის სფერო

03

რეკლამის ბიუჯეტი განსხვავდება საქმიანობის სფეროების მიხედვით, კერძოდ რა პროდუქციას ან მომსახურებას ყიდით და ვინ არის თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი.

მიზანი

04

რეკლამის ფასი განსხვავდება მიზნების მიხედვითაც:

  • ბრენდის ცნობადობის ზრდა 
  • ლიდების გენერაცია
  • გაყიდვების ზრდა

რა დამიჯდება რეკლამა?

გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

მინიმალური ბიუჯეტის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების განსაზღვრა.

ასევე მნიშვნელოვანია სწორი პლატფორმის შერჩევა.

მაგალითად: ფეისბუქ რეკლამის თვიური ბიუჯეტი შეიძლება იყოს, როგორც 100$, ასევე 300$.

რეალური შედეგები დამოკიდებულია თქვენს პროდუქტზე, შეთავაზებაზე, სარეკლამო სტრატეგიასა და კომუნიკაციაზე.

შედეგის მისაღებად საკმარისია 1-2 კვირა.

შედეგში იგულისხმება არა მხოლოდ პოზიტიური შედეგი - დიდი გამოხმაურება და გაყიდვების ზრდა, არამედ ნეგატიური შედეგიც, მაგალითად მოიწერა მხოლოდ ორმა ადამიანმა, რომლებმაც აღარც კი გააგრძელეს საუბარი.

პოზიტიური შედეგის მართვა უფრო მარტივია, აქცენტის გაკეთება იმაზე რაც მუშაობს და ნელ-ნელა ბიუჯეტის ზრდა, ხოლო ნეგატიური შედეგის მართვა გაცილებით რთულია - თქვენ უნდა განსაზღვროთ წარუმატებლობის მიზეზები და გამოასწოროთ ისინი.

თუ გაქვთ გამოცდილება და დრო, თქვენითაც შეგიძლია რეკლამის გაშვება და მართვა, ამით დაზოგავთ ფინანსებს.

თუმცა, თუ თქვენ ვერ ერკვევით ან არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება ან გსურთ დროის დაზოგვა, შეგიძლიათ შეარჩიოთ მარკეტინგული სააგენტო.