რა ღირს საიტის შექმნა?
საიტის დამზადების ფასი – სრული ინფორმაცია
რა ღირს საიტის დამზადება?
საიტის შექმნის ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე, ფუნქციონალსა და დიზაინზე. ყველა ვებსაიტს განსხვავებული საჭიროება აქვს. ამიტომ ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება.
01
საინფორმაციო საიტის ფასი
საინფორმაციო საიტის ფასი დამოკიდებულია გვერდების რაოდენობასა და დიზაინის სირთულეზე. მარტივი სტრუქტურის მქონე საიტის დამზადება შედარებით ნაკლებ ხარჯს მოითხოვს.
ინდივიდუალური დიზაინი და დამატებითი ფუნქციები კი ფასს ზრდის. საშუალო ფასი ჩვენთან 700-1400 ₾.
ინტერნეტ მაღაზიის ღირებულება
02
ინტერნეტ მაღაზიის ფასი დამოკიდებულია პროდუქციის კატეგორიებზე, მათ რაოდენობაზე და საჭირო ფუნქციონალზე.
გასათვალისწინებელია ონლაინ გადახდები, კალათა, ფილტრები, კატეგორიები და შეკვეთების მართვის სისტემა. საშუალო ფასი ჩვენთან 2500-3500 ₾.
დეტალურად: ონლაინ მაღაზიის შექმნა
დომენი & ჰოსტინგი
03
დომენი და ჰოსტინგი ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხარჯებია. დომენი არის საიტის უნიკალური მისამართი ინტერნეტში (მაგალითად, yourcompany.ge). ჰოსტინგი კი სერვერია, სადაც ინახება საიტის ფაილები და მონაცემები.
დომენის ღირებულება დამოკიდებულია დომენურ ზონაზე (.ge, .com და სხვა). ჰოსტინგის ფასი კი განისაზღვრება საჭირო რესურსებით, სერვერის სიმძლავრითა და მომსახურების პირობებით.
დომენი და ჰოსტინგი ყოველწლიურად განახლებას საჭიროებს. მათი ღირებულება საიტის დამზადების ფასში ყოველთვის არ შედის და წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ.
ტექნიკური მომსახურება
04
საიტის ტექნიკური მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია ვებსაიტის ტიპსა და საჭირო სამუშაოების მოცულობაზე. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სისტემისა და პლაგინების განახლებას, უსაფრთხოების კონტროლს, სარეზერვო ასლების შექმნასა და ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას.
მარტივი საიტი ნაკლებ ტექნიკურ ყურადღებას საჭიროებს. რთული ფუნქციონალის მქონე ვებსაიტს კი უფრო რეგულარული მომსახურება სჭირდება.
ტექნიკური მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ყოველთვიური პაკეტით ან საჭიროების მიხედვით. რეგულარული მოვლა ამცირებს შეფერხებებისა და მონაცემების დაკარგვის რისკს.
სეო ოპტიმიზაცია
05
SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია Google-ის საძიებო სისტემაში ხილვადობისთვის. ის მოიცავს გვერდების სწორ სტრუქტურას, სათაურებს, მეტა აღწერებს, URL მისამართებსა და ტექნიკურ გამართვას.
SEO მომსახურების მოცულობა და ფასი, როგორც წესი დამოუკიდებლად, პროექტის მიხედვით განისაზღვრება.
სხვა ხარჯები
06
საიტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების შემდგომ ხდება საიტის ჩაბარება დამკვეთისთვის, რაც მოიცავს საიტის გაშვებასა და სამართავი ხელსაწყოების გადაბარებას.






საიტის დამზადება ფასები
გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.
- საიტის ზუსტი ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა:
საიტის ტიპის განსაზღვრა - საიტის დიზაინის სირთულე
- საიტის ფუნქციონალი
- სხვა დეტალები
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით - 555 38 18 89
საიტის ფასს ზრდის ინდივიდუალური დიზაინი, რთული ფუნქციონალი, მრავალენოვანი ვერსიები, ონლაინ გადახდის სისტემა და დამატებითი ინტეგრაციები.
ასევე გასათვალისწინებელია კონტენტის მომზადება და SEO ოპტიმიზაცია.
საბოლოო ღირებულება განისაზღვრება პროექტის მოთხოვნების მიხედვით.
საიტის შექმნისას ხარჯების შემცირება შესაძლებელია ხარისხის დაკარგვის გარეშე.
ამისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ საიტის მიზნები და აუცილებელი ფუნქციები. შეარჩიეთ მარტივი და პრაქტიკული დიზაინი. გამოიყენეთ მზა დიზაინის შაბლონი, თუ ინდივიდუალური დიზაინი აუცილებელი არ არის. დაიწყეთ მხოლოდ საჭირო გვერდებით.
დამატებითი ფუნქციები კი ეტაპობრივად დაამატეთ. წინასწარ მომზადებული ტექსტები და ფოტოებიც შეამცირებს დამატებით ხარჯებს.